ბოლნისში თითქმის ორი კვირაა, მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები მოქმედებს

ბოლნისში თითქმის ორი კვირაა, მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები მოქმედებს. მუნიციპალიტეტში გრძელდება კარდაკარის პრინციპით ადგილობრივების სამედიცინო შემოწმება. მათ შორის იმ სოფლებში, სადაც უკვე ოთხი დღეა, კონტროლი გამკაცრდა და ეს დასახლებაში კორონავირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევას უკავშირდება. პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში  გადიან მკურნალობას. მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რა აქტივობები მიმდინარეობდა საკარანტინო ზონაში, ბოლო სიახლეებს გიორგი კობერიძე მოგვაწვდის.