ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთი ფაქტია დადასტურებული

კიდევ ერთ საკარანტინე ზონაში – ბოლნისში კი ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთი ფაქტია დადასტურებული. სხვა შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად, კარდაკარ სიარული გრძელდება. ჯანდაცვის ჯგუფები ქალაქ ბოლნისის და მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის შემოვლას აპირებენ.

განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა სოფელი ნახიდური, სადაც „კოვიდ 19“-ის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ორსულს აღმოაჩნდა. ამ დასახლებაში ხუთი ოჯახი იზოლაციაში იმყოფება.

გიორგი კობერიძე გვეტყვის, გამოვლინდა თუ არა დღეს შესაძლო შემთხვევები ბოლნისში?