ბიზნესის შეხვედრა პრემიერთან

მსხვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას დაესწრო ლევან დავითაშვილიც. შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენების ნაწილმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა არსებული კრიზისიდან სწრაფი გამოსავლის გზები იქნებოდა. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც იზიარებს მასშტაბური პროტესტის მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები.

შალვა სუმბაძე გვეტყვის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ, ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.