ბიზნესი და ხელისუფლება

თავისუფალი ბიზნესგარემო თუ ზეწოლა – საფუძვლიანი ბრალდება თუ პირადი ინტერესები. რა ვითარებაში უწევთ საქართველოში კომპანიებს საქმიანობა. ბოლო დღეების აქტუალური თემა კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია.

ქვეყანაში არსებულ თავისუფალ ბიზნესგარემოზე საუბრობს დიპლომატიური კორპუსი. ბიზნესმენთა ნაწილი საერთაშორისო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის განცხადებას უპირისპირდება, სადაც ის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე მიუთითებს და კონკრეტულ სიასაც აქვეყნებს, თუ რომელი კომპანიები განიცდიან წნეხს. ერთ ერთი „ბათუმის ნავთობტერმინალია“. თუმცა, საპირისპიროს აცხადებს მისი მისი გენერალური დირექტორი.