ბიზნესფორუმი საბერძნეთში
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში საქართველო-საბერძნეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ. პანელური დისკუსია მიზნად ისახავდა უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესისათვის ხელსაყრელი და შეღავათიანი რეგულაციების გაცნობას, ასევე საქართველოსა და საბერძნეთის ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.