„ბიზნეს მედია კონტაქტის“ ღონისძიებაზე „მოამბე“ დაჯილდოვდა

„ბიზნეს მედია კონტაქტის“ ორგანიზებით გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“, დაჯილდოვდა, როგორც პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიული მედიაპროდუქტი. ბიზნესფორუმზე რეიტინგულ მედიაპროდუქტებსა და წარმატებულ სახელმწიფო პროექტებს, უწყებებს, ლიდერ კომპანიებს, ინვესტორებს გამოავლენენ, რომლებიც ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებს ახორციელებენ.

წარმატებულ პროექტებს შორის დასახელდა „აწარმოე საქართველოში“. ფორუმის მიზანია, მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას როგორც საქართველოს, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყველა რეიტინგული მედია და ინტერნეტარხების საშუალებებით, იმ პოზიტიური ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ, რომლებიც დაიგეგმა, განხორციელდა და განვითარდა სახელმწიფოს განვითარების მიმართულებით. ფორუმი პოპულარიზაცია უწევს საქართველოს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპასთან, აშშ-სთან, ისრაელთან და ჩინეთთან.