„ბიზნეს ასისტენტი“ – ახალი კონცეფცია
„ბიზნეს ასისტენტი“ – ამ სახელწოდების მომსახურების განსხვავებული კონცეფცია წარადგინა იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ბიზნესასოციაციაში. აღინიშნა, რომ პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.