ბირთვული ომის შემცირებული რისკი

ბახმუტი ახლა უკრაინაში ერთ-ერთი მთავარი ცხელი წერტილია.

დონეცკის პარალელურად საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ლუგანსკის ოლქიც, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წინსვლა აქვს. ომში მყოფ ქვეყანაში სულ უფრო მწვავდება ენერგეტიკული კრიზისი. კიევსა და სხვა დიდ ქალაქებში მოსახლეობას წყალი და დენი გრაფიკით მიეწოდება. რუსეთის პრეზიდენტი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ბომბავს. ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს. სწორედ საერთაშორისო ზეწოლას უკავშირებს დასავლეთი რუსეთისგან მომდინარე ბირთვული საფრთხეების შემცირებას.