ბიოტექნოლოგიების ბანაკი მესტიაში

12:28, 08.09.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მესტიაში ბიოტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლეს. ბანაკში 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ექვსი დღის განმავლობაში, ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და სხვადასხვა სფეროში გამოყენებას ეცნობოდნენ. პროგრამა მოიცავდა ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს – პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების შესახებ, ასევე, ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

 

მსგავსი