ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება პრემიერის ახალ ინიციატივაზე გაამახვილა

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, პრემიერის ახალი ინიციატივაა, რომელიც  ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის, დავალიანების განულებას ითვალისწინებს.

ივანიშვილი განმარტავს, რომ პროგრამაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და ამის შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ მაისში გააკეთა.