ხელისუფლების ორგანიზებით, ბერლინი-თბილისის რეისი შესრულდა, სამშობლოში 164 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, თბილისსა და კახეთში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე სულ 86 სასტუმროში მოეწყო.