ბერი ანდრიას ფონდის ახალი მემორანდუმი

ბერი ანდრიას ფონდმა ინფლუენსერებთან მემორანდუმი გააფორმა. მიზანი „საქველმოქმედო კამპანია 131“-ის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. კამპანია 2024 წლიდან დაიწყო და ყოველი თვის 13 რიცხვში მსურველებისგან ფონდის ანგარიშზე ერთი ლარის გადარიცხვას გულისხმობს.

მიმდინარე წლიდან კი ფონდი საქართველოში რეგისტრირებულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კამპანიაში ფინანსურ მონაწილეობას სთავაზობს. შემოწირულობა 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას მოხმარდება.