ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია

ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია.

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში დასკვნით დღეს ქართველი ფალავანი ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი მოჭიდავე დამაჯერებლად, ანგარიშით 6:1 დაამარცხა. ლომთაძემ ამ ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

დღესვე ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ელიზბარ ოდიკაძეს აქვს, რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც საქართველოს გუნდურ ჩათვლაში გარანტირებული მესამე ადგილი ექნება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ორი ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვეს. აქვე შეგახსნებთ, რომ გენო პეტრიშვილი გუშინდელი მოგებით, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ტიტულოვანი თურქი მოჭიდავე დაძაბულ ორთაბრძოლაში ბოლო წამებში დაამარცხა.