15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა – იაშვილის კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში დღეს ზეიმი იყო, რადგან 15 წლის ანამ მძიმე დაავადება დაამარცხა და სახლში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. მან ერთწლიანი მკურნალობის კურსი საქართველოში გაიარა, თუმცა, სახელმწიფო პროგრამის საშუალებით, 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს მკურნალობის ჩატარება თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც უფასოდ შეუძლიათ.
რას სთავაზობს სახელმწიფო ონკოპაციენტ მოზარდებს და რა პრიორიტეტები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს? – თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.