ბათუმში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები მკაცრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბათუმში მკაცრდება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები. მისი თქმით, ეს უკავშირდება იმ მომატებულ საფრთხეს, რომელიც არის კორონავირუსის შიდა გავრცელების კუთხით. მისი თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს შეეზღუდებათ შემოსვლა ბათუმის ტერიტორიაზე.

ასევე, მოხდება მაქსიმალური კონტროლი ყველა საგუშაგოზე. რაც შეეხება ტვირთების გადაზიდვას, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შეზღუდვები ამ მიმართულებით არ წესდება და პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება როგოც ბათუმის ნავსადგურში, ასევე სარფის საბაჟოზე.