ბათუმმა კიდევ ერთი ოსკარი მოიპოვა. ზღვისპირა ქალაქი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. დაჯილდოება პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გაიმართა.
ბათუმის კონკურენტებად დასახელებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი, მათ შორის ოსლო და ჟენევა. ასევე გამოვლინდა 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები. 2019 წლიდან დღემდე ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ექვსჯერ მოიპოვა.