ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის აქცია

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმმა და ექთანმა აქცია გამართა. ისინი ახალაშენებული კორპუსის აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ჩადებას ითხოვენ. მათი თქმით, მშენებლობა თითქმის ერთი წელია დასრულებულია, მიუხედავად ამისა, მედპერსონალი დაწესებულებაში არ შეჰყავთ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას გეგმავს. აქციის მონაწილეები ტელევიზიის საშუალებით პირდაპირ ეთერს ითხოვენ. ექიმების პროტესტს დღეს შალვა ნათელაშვილი შეუერთდა.