„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორის განცხადება

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი მურატ ჯიმადილაევი უარყოფს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის, ფადი ასლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდის.

როგორც მურატ ჯიმადილაევი აცხადებს, ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისთვის შეთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ განიხილება, როგორც ბიზნესსაქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო.

საერთაშორისო სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ გუშინ განცხადება გაავრცელა და კომპანიები დაასახელა, რომლებიც, მისი მტკიცებით, სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ. ამ ჩამონათვალში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალიც“ მოხვდა.