ბათუმის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

პრემიერ-მინისტრი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. აღინიშნა, რომ მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.