ბანკირის დღე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა. საპატიო ჯილდოები 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს გადაეცათ. ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლებიც. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.