ბაღის აღსაზრდელების მდგომარეობა
ბაგა-ბაღებში დაფიქსირებულ ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, აღსაზრდელთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით მკურნალობას 17 პაციენტი გადიოდა, მათგან 8 ბავშვი უკვე გაწერეს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
იაშვილის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, დღეს ორი ბავშვი გაეწერა. ჰოსპიტალში ამ დრომდე 11 პაციენტი რჩება. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ეპიდაფეთქება თბილისის ბაგა-ბაღებში გუშინ დაიწყო. ბავშვებთან ერთად, ინტოქსიკაციის ნიშნები ერთ აღმზრდელსაც გამოუვლინდა. ინტოქსიკაციის შემთხვევა ჯამში ოც საბავშვო ბაღში დაფიქსიდა.
საქმესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.