ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები, თითქმის ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 93-ე ბაგა-ბაღის 83 თანამშრომელს კოვიდზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა.

დაცულია რეგულაციები, ბაგა-ბაღის აღმზრდელებს, ისევე როგორც ბავშვებს უნდა ეკეთოთ პირბადეები და გაიარონ დეზობარიერი. ბაგა-ბაღის დირექტორის, ლამარა ტყავაძის თქმით, პანდემიის პირობებში, ბაგა-ბაღში ბავშვების დასწრების მაღალი პროცენტი იყო და ახლაც იგივეს ელოდებიან.

დატოვე კომენტარი