„აზოტის“ გაფიცული თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ისინი რუსთავის მერიასთან იმყოფებიან. პროტესტის მონაწილეთა ნაწილს ამ წუთებში ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ხვდება. მათი თქმით, მერიისგან მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ. ქარხანაში დასაქმებულები ადმინისტრაციისგან ხელფასების 300 ლარით გაზრდას ითხოვენ. რამდენიმე შეხვედრა შედგა მხარეებს შორის, თუმცა, უშედეგოდ.