„აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება
„აზოტის“ თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრობლემის მოგვარებისა და მოლაპარაკების ნაწილში მედიატორის როლს რუსთავის მერი შეასრულებს. გადაწყვეტილება ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. დასაქმებულები ქარხნის ადმინისტრაციისგან ხელფასების 300 ლარით გაზრდას ითხოვენ. რამდენიმე შეხვედრა შედგა ადმინისტრაციასთან, თუმცა, უშედეგოდ.