აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა

ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი სამდღიანია. პირველი დღე დაეთმო ღონისძიებას სახელწოდებით „თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის“, რომელიც ლაშა ხუციშვილმა, როგორც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის სწრაფი განვითარებაც მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში, ესაა: ციფრული ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალი და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველო წელს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეობს.