სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ელჩების კონფერენციის ფარგლებში შედგა. მიხეილ ხიდურელმა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების ხელმძღვანელებს, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ასევე, ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო გზამკვლევზე, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. პროექტის ფარგლებში ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა მოხდება.