„ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა“ - კონფერენცია ბათუმში

„ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა“ – ამ თემაზე ბათუმში კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფორმატები, ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგეტიკული შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილება.

კონფერენცია „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება. დღესვე ორგანიზაცია ბათუმში „შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრს“ დააფუძნებს, რომლის საქმიანობაც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. ახლადდაფუძნებული „შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრის“ პარტნიორი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.