აშშ მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებისთვის მზად იყვნენ

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში იქნება მზად. ამის შესახებ ამერიკის ჯანდაცვის მდივანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ვაქცინის შესაქმნელად დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. განცხადება მან სენატში მოსმენის დროს გააკეთა.

ასევე, სენატორების კითხვებს უპასუხა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელმაც მოქალაქეები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის გავრცელება ამერიკის ტერიტორიაზე მხოლოდ დროის საკითხია.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის კლინიკური გამოცდა უკვე დაიწყო. ანტივირუსული პრეპარატის ტესტირება ნებრასკას სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.

 

დატოვე კომენტარი