აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

„გვინდა, შევაქოთ ომბუდსმენის საზედამხედველო საქმიანობა. სააკაშვილმა უნდა შეძლოს, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება. სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს,“ – წერია განცხადებაში.