აშშ-ის საელჩოს განცხადება 

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულისშემძვრელი შეხსენება აშშ-ში მიმდინარე მუდმივი ბრძოლისა ამ იდეალების სრულად დასაცავად.

„ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის ვაშინგტონში, შეგვახსენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია, ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობას, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცება არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულად მივაღწევთ თანასწორობას, შევებრძოლებით დისკრიმინაციასა და უსამართლობას. ჩვენ გვამხნევებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი