აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

„ამერიკა მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე“,- აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა. „აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული არიან მოქალაქეები, განადგურებულია სამიზნეები, რომლებსაც სამხედრო დანიშნულება არ ჰქონიათ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკეს“, – წერს პრეზიდენტი.

ბაიდენი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს. „ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაწესებას მისი აგრესიის გამო. პასუხს ვაგებინებთ პუტინსა და რუსეთს ომის დანაშაულებისთვის, – წერია ბაიდენის განცხადებაში.