აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან 

ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა. ჰაკერები, უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთში, სხვა ადგილებში, თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. განცხადება ამის შესახებ დღეს კელი დეგნანმა გააკეთა. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გაწიეს.

ელჩი დეგნანი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში იმყოფებოდა. სუს-ის წარმომადგენლებმა, კელი დეგნანს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე ყველა გამოწვევისა და საფრთხის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გამო ყოველდღიურად ექმნება.