AS აქვეყნებს გვარდიოლას ხელმძღვანელობით იუვენტუსის შემადგენლობას, სადაც რონალდუ და მესი ერთად შეუტევენ #ტაიმაუტი
  • ბოლო პერიოდში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ იუვენტუსის ხელმძღვანელობა არ არის კმაყოფილი მაურიციო სარის ამჟამინდელი სამუშაოთი. ბევრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდეს, მაგრამ მთავარი რაც იწერება შესაძლოა ზაფხულიდან ისევ ხოსეპ გვარდიოლას გაუკეთოს შეთავაზება იუვენტუსის ხელმძღვანელობამ თავის რიგებში და უკვე ბევრი სპეკულაციაა ამ თემასთან დაკავშირებით. მაგალითად ავტორიტეტულმა ესპანურმა გაზეთმა „AS“-მა თავისი ვერსია შემოგვთავაზა იუვეს თერთმეტეულის, (სადაც მესის და ბარსელონას ხელმძღვანელებს შორის კონფლიქტი არ დავიწყებიათ),  რომელიც ასე გამოიყურება: ვოიცეხ შესნიმუნირი, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, ბენტანკური, პიანიჩი, სანე, დიბალა, მესი და რონალდუ. აღსანიშნავია ის რომ რონალდუ და მესი ერთ გუნდში მოახვედრეს და ალბათ გულშემატკივართა დიდი რაოდენობისთვის საკმაოდ სასიამოვნო იქნება, თუმცა შეგახსენებთ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია და არა ოფიციალური ინფორმაცია.

ტაიმაუტი

ფეხბურთი