მბვანა სამატა პრემიერ ლიგაში მე-100 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელმაც გოლი გაიტანა #ტაიმაუტი
  • ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-100 ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც გოლი გაიტანა, „ასტონ ვილას“ ტანზანიელი ფეხბურთელი მბვანა სამატაა.

საიუბილეო გოლის შემდეგ კი გამოქვეყნდა საინტერესო სტატისტიკა, რომლებსაც გოლი გაუტანიათ პრემიერ ლიგაში, 1992 წლის 15 აგვისტოდან დღემდე. ჩვენთვის საინტერესო საქართველოს სტატისტიკაა. საქართველო იყო 35-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელმაც გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგაში გიორგი ქინქლაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც გოლის ავტორი გახდა. სადებიუტო გოლი 1995 წლის 25 ნოემბრით თარიღდება. გიორგი ქინქლაძემ „მანჩესტერ სიტისა“ და „დერბი ქაუნთის“ შემადგენლობაში 102 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 ასისტი გააკეთა. ქართველებიდან კი ყველაზე მეტი გოლი თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა. „ნიუკასლ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 78 თამაშში, 8 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალა. ქართველებიდან პრემიერ ლიგის ისტორიაში სულ 4 ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი: თემურ ქეცბაია ( 8 გოლი), გიორგი ქინქლაძე (7 გოლი), მიხეილ ყაველაშვილი (1 გოლი), ზურაბ ხიზანიშვილი (1 გოლი).

ფეხბურთი

ტაიმაუტი

 

დატოვე კომენტარი