აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. აქციის ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება სამინისტროში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ მიიღეს, სადაც მათ ყოველკვირეულ შეკრებებზე დასწრების პირობა მისცეს. ამასთან, დედების თქმით, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ საჭირო პრეპარატისთვის თანხას უწყება მაშინვე გამოყოფს, როცა ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტის შემოტანას გადაწყვეტს.