აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.გუმათჰესის“ დასახლებაში პოლიციამ გზა რკინის ჯებირებით გადაკეტა და რიონის ხეობის მიმართულებით პროექტის მოწინააღმდეგეებს არ უშვებენ. ღამე კარავში გაათიეს რიონის ხეობის მცველებმა და მათმა მხარდამჭერებმა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია უკვე 162 დღეა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის წარმომადგენლები.

ირმა ჭოლაძე დეტალებით.