აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის გუმათის დასახლებაში რკინის ჯებირებთან იმყოფებიან. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი რიონის ხეობაში კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. მისივე თქმით, აქციის წევრები ხეობაში შესასვლელ ყველა გზას აკონტროლებენ. გოლეთიანის განცხადებით, საღამოს დაგეგმილია ხმაურიანი აქცია.