აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენას, სავაჭრო ობიექტების სრულად გახსნასა და ვაქცინასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრისგან დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ეკატერინე ტიკარაძის სახელზე სამინისტროში წერილიც  დატოვეს, სადაც მინისტრისგან აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.