აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

18:20, 10.08.2020

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი დღეს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მიზნით, სამინისტროში მივიდნენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, მათ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და მინისტრს შორის დღეს გამართული შეხვედრის დეტალები აინტერესებთ.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მათ უხლოეს პერიოდში მინისტრთან შეხვედრის ორგანიზების პირობა მისცა. საქმე ეხება თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 2018 წელს მოქალაქისთვის ჩატარებულ ოპერაციას, რომლის შემდეგ პაციენტი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. საქმეზე სამართალდამცველებმა, რამდენიმე დღის წინ კლინიკის ქირურგი დააკავეს.

 

მსგავსი