ჯანდაცვის სამინისტროსთან ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ აქციაზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და უწყების თანამშრომლებს ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდეს. შეკრებილებმა მოითხოვეს, გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმ ნივთიერებების შესახებ, რომელიც აქციების დასაშლელად გამოიყენებოდა. პროტესტის მონაწილეებმა სამინისტროსთან დაზარალებული კოლეგების ფოტოები გააკრეს.