აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

„არა დისკრიმინაციას“ – ამ ლოზუნგით გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. შეკრებილებმა სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ამოქმედება ქვეყნის მასშტაბით მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ წამლები მხოლოდ თბილისსა და აჭარაში ფინანსდება.

პროტესტის მონაწილეების თქმით, დაპირების მიუხედავად, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. მათ განცხადება მინისტრის სახელზეც შეიტანეს. უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა დღის ბოლომდე გაიმართება.