აქცია ბორჯომში

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები ხვალ ბორჯომი-ახალციხის ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავენ. ბორჯომში პროტესტის მეთექვსმეტე დღე გრძელდება. ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასების 25 %-ით მატებას, უვადო ხელშეკრულებებს, გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებასა და გაცდენილი ორი თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა, პრემიერის განცხადების შემდეგ, მათთან სასაუბროდ არავინ ჩასულა.