აქცია ბორჯომში

ბორჯომის პირველი და მეორე ქარხანა კვლავ პიკეტირებულია – კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამ დრომდე ითხოვენ გათავისუფლებულების აღდგენასა და ხელფასების მატებას.აიდიეს ბორჯომის“ ადმინისტრაციასთან ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის მეორე რაუნდი გუშინ კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

დღეს გაფიცვას სხვადასხვა რეგიონებიდან მხარდაჭერის მიზნით მრეწველობაში დასაქმებული პირები შეუერთდებიან. ხვალ კი გაფიცვის მონაწილეების მოთხოვნებს ადგილზე სახალხო დამცველი გაეცნობა.