აქცია ბათუმში

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ბათუმელი აქტივისტების, ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, ძმები პოლიტიკური ნიშნით, ოპოზიციის აქციებზე აქტიურობისთვის დააკავეს.

პროტესტს თბილისიდან მოძრაობა „საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ მორიგ საპროტესტო აქციას 8 ივნისს ქუთაისის სასამართლოსთან, პროცესის პარალელურად გამართავენ.

დატოვე კომენტარი