ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა

ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა დაიწყო პარლამენეტში. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ წუთებში უსმენენ, შემდეგ კი მას „ევროპულ საქართველოში“ ელოდებიან. ანტიკრიზისულ ბიუჯეტს განიხილავენ გარემოს დაცვისა და ასევე აგრარული კომიტეტების სხდომაზე.

ოპოზიციურ პარტიებს დოკუმენტთან დაკავშირებით, კრიტიკული შენიშვნები აქვთ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი განცხადებით, ბიუჯეტი არსებულ გამოწვევებზეა მორგებული. შეცვლილ ბიუჯეტში შემოსავლები მილიარდ რვაასი მილიონით მცირდება, ასევე ექვსასი მილიონით მცირდება ხარჯვითი ნაწილი.