მთავრობის სხდომაზე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება გადაიხედა და პროექტის ღირებულება 52.5 მლნ დოლარით შემცირდა. პრემიერის თქმით, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განახორციელოს.