ანაკლიის პორტის პროექტი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხზე, მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. განცხადება ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

უწყებაში ამბობენ, რომ კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. ნაკისრი ვალდებულებები კი არ შესრულდა. ანაკლიის კონსორციუმში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ და მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დატოვე კომენტარი