ანაკლიის პორტის მშენებლობა – პრემიერის კომენტარი

15:05, 10.07.2026

პრემიერ-მინისტრი ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ მოდელსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვასა და პარტნიორების მრავალფეროვნებას. შეგახსენებთ, ანაკლიის ნავსადგური აშენდება „ლენდ-ლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც კავშირი არ ექნება მფლობელობასთან.

მსგავსი