ანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირება ჩატარდა კოპენჰაგენში. ტესტირებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია DHI ახორციელებს, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩასატარებელ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ ტესტირებებში სპეციალიზდება.
მოხდება ტალღმტეხელის ტალღის მიმართ მდგრადობის შემოწმება. პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, პროექტირებისთვის დადასტურდება ტალღმტეხელის ისეთი მოდელი, რომელიც აშენდება ანაკლიის ნავსადგურში.