ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა
ანაკლიაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ბულვარში მოეწყო საფესტივალო სივრცე, სადაც ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ორი დღის განმავლობაში ადგილზე ჩატარდება სპორტული ღონისძიებები და კონცერტები. ღონისძიებების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO სამეგრელო არიან. აღსანიშნავია, რომ ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სრულად განაახლა ბულვარის ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა სანაპირო ზოლიც.
ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი.